![]() |
მსოფლიოს დიდი ქალაქები |
მსოფლიოს დიდი ქალაქები
Friday, April 27, 2012
ლონდონი
ლონდონი – (ინგლ.: London [ˈlʌndən]) — დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქი. მდებარეობს მდინარე თემზაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში. ეს არის ბრიტანეთის ყველაზე დიდი და დასახლებული არეა _ მთავარი დასახლება 2 ათასწლეულის განმავლობაში, მისი ისტორია იწყება რომაელების მიერ ლონდონიუმის დაარსების დროს. ლონდონის გული არის სიტი, სადაც ბევრი რამ გვახსენებს შუა საუკუნეებს. სულ მცირე მე-19 საუკუნიდან ლონდონი ეკუთვნის არა მარტო სიტის, არამედ მის გარშემო არსებულ დასახლებასაც. ქალაქში ცხოვრობს 7.385.575 ადამიანი, აქედან 2.700.000 შიდა ლონდონში, აგლომერაციაში კი – 10.645.800 ადამიანი (2005 წლის 10 ივნისი). 1965 წლის 1 აპრილს დაარსებულ იქნა “დიდი ლონდონი”. ლონდონი დიდი ბრიტანეთის ფინანსური ცენტრია და მსოფლიო ფინანსურ ცენტრთაგან ერთ-ერთი. ქალაქის გავლენა ხელოვნებაზე, მოდაზე, პოლიტიკაზე, განათლებაზე, მედიაზე, გასართობ ინდუსტრიაზე იმდენად დიდია, რომ მას გლობალური ქალაქის სტატუსი აქვს. ლონდონში არის ევროპის 500 უდიდესი კომპანიიდან 100 სათავო ოფისი. ლონდონმა უკვე ორჯერ უმასპინძლა ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს, 2012 წელს კი ამას მესამედ მოახდენს.მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში. ქალაქის ტრასნპორტის სისტემა ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში, ჰითროუს აეროპორტი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში უცხოელ მგზავრთა რაოდენობით. ლონდონში არის მსოფლიოში ყველაზე მეტი 480 უცხოური ბანკი. ლონდონში 300 ენაზე მეტს ლაპარაკობენ .The New York Magazine-მა ლონდონი 21 საუკუნის მსოფლიოს დედაქალაქად დაასახელა.
ბერლინი
ბერლინი(გერმ. Berlin) — გერმანიის დედაქალაქი და ფართობითა და მოსახლეობით ყველაზე დიდი გერმანული ქალაქი; ქალაქ-სახელმწიფო და ავტონომიური უფლებების მქონე ფედერაციული მიწა.
არსებობის ისტორიის მანძილზე ბერლინი მრავალი გერმანული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის დედაქალაქი იყო: ბრანდენბურგის სამარკგრაფო/სათავადო, პრუსიის სამეფო, გერმანიის იმპერია და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა. 1990 წლის 3 ოქტომბრიდან ბერლინი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქია.
ქალაქი მნიშვნელოვან მაგისტრალურ კვანძს წარმოადგენს. ბერლინი მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია მრავალი უნივერსიტეტით, უმაღლესი სასწავლებლით, კვლევითი დაწესებულებით, თეატრით, მუზეუმითა თუ კულტურული ძეგლით.
ტოკიო
ტოკიო -(იაპ.” 東京, Tōkyō, “აღმოსავლეთის დედაქალაქი”) — იაპონიის 47 პრეფექტურიდან ერთ-ერთია და მოიცავს მჭიდროდ დასახლებულ რეგიონს, რომელსაც ადრე ქალაქ ტოკიოს უწოდებდნენ, და რომელიც ასევე დიდი ტოკიოს აგლომერაციის შუაგულს წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ტოკიო ქალაქი არაა, მას იაპონიის დედაქალაქად თვლიან და ის წარმოადგენს ამ ქვეყნის მთავრობისა და იმპერატორის სამყოფელს. ტოკიოში დაახლოებით 12 მილიონი ადამიანი, ქვეყნის მოსახლეობის 10%, ცხოვრობს.
ტოკიო მდებარეობს კუნძულ ჰონსიუს კანტოს რეგიონში. ცენტრის კოორდინატებია 35°41′N, 139°46′E (35.68333, 139.7667), თუმცა მისი საზღვრები იჭიმება წყნარი ოკეანის ახლომდებარე კუნძულებზე, რომელთაგან ზოგიერთი ძირითადი მიწიდან 1000 კმ-ითაა დაშორებული. როგორც ერის პოლიტიკურ, სამეწარმეო, საფინანსო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და პოპ-კულტურის ცენტრს, ტოკიოს იაპონიაში კორპორაციათა შტაბ-ბინების, ფინანსური ინსტიტუტების, უნივერსიტეტების, კოლეჯების, მუზეუმების, თეატრების, სავაჭრო და გასართობი დაწესებულებების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია აქვს. ტოკიოს ზოგადად მსოფლიოს ოთხ ყველაზე გავლენიან “გლობალურ ქალაქთა” (ლონდონის, ნიუ-იორკისა და პარიზის გვერდით) შორის მოიხსენიებენ.
ქალაქი მუმბაი(ბომბეი)
მუმბაი ადრე ბომბეი, შტატი მაჰარაშტრას დედაქალაქი, ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ინდოეთში, და ზოგიერთი ანგარიშით ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქი მსოფლიოში 13.662.885 მილიონი მცხოვრებით (2008 წლის მონაცემებით). მდებარეობს სალსეტის კუნძულზე, მაჰარაშთრას დასავლეთ სანაპიროსთან. მეზობელ გარეუბნებთან ერთად ის ქმნის მსოფლიოს სიდიდით მეექვსე აგლომერაციას, 20 მილიონი მცხოვრებით. 2015 წლისთვის მოსახლეობის რაოდენობით ქალაქი რანგით მეოთხე უნდა გახდეს თუ ზრდის მინიმალურ ტემპს (2,2%) შეინარჩუნებს. ქალაქს ღრმა ბუნებრივი ყურე აქვს.
მის პორტში გადის ინდოეთის მგზავრთა ნახევარი და ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილი. ის მსოფლიოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პორტია.
მუმბაი ინდოეთის კომერციული და გართობის ცენტრია. აქ მდებარეობს მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ინდოეთის სარეზერვო ბანკი, ბომბეის სააქციო ბირჟა, ინდოეთის ეროვნული სააქციო ბირჟა და მრავალი ინდური კომპანიის კორპორაციული შტაბ-ბინა. ამ ქალაქში მდებარეობს ინდოეთის კინო და ტელე ინდუსტრიის ცენტრიც – ბოლივუდი.

ვარშავა(Warszawa)
ვარშავა (სრული სახელი Miasto Stołeczne Warszawa – დედაქალაქი ვარშავა) - პოლონეთის დედაქალაქი 1596 წლიდან დღემდე და მისი უდიდესი ურბანული ცენტრი. ვარშავას პოვიატის სტატუსი აქვს და ამავდროულად მაზოვიეცის სავოევოდოსდედაქალაქია. მოსახლეობა შეადგენს დაახ. 1.716 855 ადამიანს, ურბანული აგლომერაციის ჩათვლით კი — 2,631,902 ადამიანს. ქალაქი ადმინისტრაციულად 18 რაიონად იყოფა.
ვარშავა მრავალი ინდუსტრიის (მათ შორის — ლითონნაკეთობათა, ელექტრონული ინჟინერინგის და ავტოსამშენებლო წარმოებები) ცენტრია. აქვეა 66 უმაღლესი განათლების ინსტიტუტი (მათ შორის — ვარშავის უნივერსიტეტი, ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, და ვარშავის სამედიცინო აკადემია). ვარშავაში 30-ზე მეტი თეატრი მოქმედებს, მათ შორის — ეროვნული თეატრი, ოპერა და ფილარმონია.
1944 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურდა ვარშავის შენობების 80%, თუმცა ქალაქი აღგდა 50-იან წლებში. ქალაქის ისტორიული ცენტრი - ძველი ვარშავა - შესულია იუნესკოს კულტურული მეკვიდრეობის ძეგლთა სიაში და წარმოადგენს ერთადერთ ხელახლა აშენებულ ობიექტს ამ სიაში.
გეოგრაფია
ვარშავა მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე, ვისლას ნაპირებზე, მაზოვიის დაბლობზე. ქალაქი თანაბრადაა დაშორებული ბალტიის ზღვიდან და კარპატის მთებიდან (დაახ. 350 კმ). მდინარე ვისლა ქალაქის შუაში მიედნიება და ორ ნაწილად ჰყოფს მას.
ვარშავაში ნოტიო კონტინენტური კლიმატია. საშუალო წლიური ტემპერატურაა 8 °C, იანვარში – -3 °C ხოლო ივლისში – 19,3 °C. ზაფხული უმეტესად თბილი ან ცხელია, ზამთარი კი ცივი. კლიმატი მშრალია. ნალექების წლიური რაოდენობა არის 550 მმ. ზამთარში იცის თოვლი და ყინვა. იყინება მდინარე ვისლაც.
ეტიმოლოგია
ვარშავის პოლონური დასახელება Warszawa ნაწარმოებია ზედსართავი სახელისგან Warszewa ან Warszowa, რაც Warsz-ის კუთვნილს აღნიშნავს. “Warsz” კი შუა საუკუნეებში პოპულარული სლავური სახელის, Warcisław-ის (იგივე Wrocisław-ის) შემოკლება უნდა იყოს.
ხალხური ლეგენდა დედაქალაქის სახელის წარმოშობას მეთევზე ვარსსა და მის ცოლს, სავას, უკავშირებს. სავა იყო ქალთევზა, რომელიც თავდაპირველად ბალტიის ზღვაში ცხოვრობდა, შემდეგ ქალაქ გდანსკიდან მდინარე ვისლას დინებას აღმა აჰყვა და დღევანდელი ვარშავის ნაპირებზე გაჩერდა, სადაც მას მეთევზე ვარსი შეუყვარდა.სინამდვილეში ვარსი იყო XII-XIII საუკუნეებში მცხოვრები აზნაური, რომელიც ფლობდა სოფელს დღევანდელი ვარშავის ერთ-ერთი უბნის, მარიენშტატის მიდამოებში. ქალთევზა სავა კი დღეს ვარშავის სიმბოლოა და მის გერბზეა გამოსახული.

Subscribe to:
Posts (Atom)